რუსეთი აშშ-ის მიერ უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებას სახიფათოდ მიიჩნევს

რუსეთი აშშ-ის მიერ უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებას სახიფათოდ მიიჩნევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულით ვაშინგტონი კიევში საომრად განწყობილ ძალებს აქეზებს.

„აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კიევისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე მოსკოვში საკმაოდ სახიფათოდ მიიჩნევენ. საქმე არა ამერიკული შეიარაღების პარამეტრებში და რაოდენობაშია, არამედ ვაშინგტონის მიერ კიევში საომრად განწყობილი ძალების დე ფაქტო წაქეზებაშია. ამით მათ ძალისმიერი სცენარის განხორციელებისკენ უბიძგებენ“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ჰიზერ ნაუერტის განცხადებით, აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ძალისხმევის ფარგლებში, თავდაცვითი საშუალებები გადასცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა