ზაზა ხატიაშვილი - ლევან ჯანაშია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას მიესალმებოდა, ახლა კი ბოიკოტს უცხადებს

ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მეორე ტურის არჩევნების დანიშვნას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ჯანაშია თავდაპირველად მიესალმებოდა, ახლა კი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

როგორც ზაზა ხატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანაშიას ასეთი პოზიცია მისთვის გაუგებარია.

რაც შეეხება დავით ასათიანის კანდიდატურას, ხატიაშვილის თქმით, მან პირველივე ტურში ყველა კანდიდატზე მეტი ხმა -55% პროცენტი დააგროვა.

"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტურში ვინც მიიღო მონაწილეობა, მათგან ყველაზე მეტი ხმა, 55% მიიღო დავით ასათიანმა. თუმცა, ვინაიდან რეგისტრაციაში გატარდნენ ადვოკატები და შემდეგ არჩევნებზე არ მოვიდნენ, ჩვენმა ოპონენტებმა თქვეს, რომ დაგვენიშნა მეორე ტური და ათვლა დაწყებულიყო მათგან, ვინც რეგისტრაციას გაივლიდა. არადა, პრაქტიკა იყო ასოციაციაში, რომ დავით ასათიანი 55%-ით გამოცხადებულიყო გამარჯვებულად. ვინაიდან ჩვენ ადვოკატთა ასოციაციის რეპუტაციას გავუფრთხილდით, მაინც დავნიშნეთ მეორე ტური. ახლა არ მოდის ჯანაშია მეორე ტურში და ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს, არადა, ჯერ უხაროდა, ტაში დასცხეს, რომ მეორე ტური ჩატარდებოდა. ახლა კი მისი პოზიციის არ მესმის", - განაცხადა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის პირველი ტურის არჩევნები წესების დაცვით და სრული ლეგიტიმაციით ჩატარდა.

"პირველი ტურის არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ჯანაშია და მისი გუნდი აყენებდა, რის გამოც სასამართლოს მიმართეს და მეორე ტურის არჩევნების შეჩერება მოითხოვეს. სასამართლომ კი უარი უთხრა, ვინაიდან ამის შეჩერების საფუძველი არ ასებობს", - განაცხადა ხატიაშვილმა.

სპორტის სასახლეში, სადაც დღეს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მეორე ტურის არჩევნები ჩატარდება, რეგისტრაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და არჩევნების პირველ ტურში, მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ლევან ჯანაშიამ. ის მიიჩნევს, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პირველი ტურის არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა.

ადვოკატთა ასოციაციის პირველი ტურის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო, ხოლო ლევან ჯანაშიამ - 632.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა