ადვოკატი იასონ ბესელია ვარაუდობს, რომ გარიგებული მატჩების საქმეში ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები

გარიგებული მატჩების საქმეში ბრალდებული ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატი ვარაუდობს, რომ დანაშაულში არა მხოლოდ კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. როგორც ადვოკატმა იასონ ბესელიამ ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დანაშაულში, დიდი ალბათობით, ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები, თუმცა აქვე ადვოკატი დასძენს, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდია და გამოძიების ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გამოკვეთილი არაა. რაც შეეხება საქმის მასალებს, ბესელიას ინფორმაციით, ადვოკატებს საკმაოდ მოცულობითი მასალები გადაეცათ.

"არის საკმაოდ მოცულობითი აუდიო-ვიდეო მასალა. ჩანაწერების შინაარსი ეხება ამ საკითხის მომზადებას, ანუ, რა შედეგი უნდა ყოფილიყო, ვისსა და ვის შორის უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება, რა თანხაზე შეთანხმდნენ და ა.შ. ამაში ჩართულები იყვნენ ბერიშვილები. ასევე მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ჩართულები იყვნენ დანარჩენი ბრალდებულები, მაგრამ ამის დადასტურება ჩემგან უხერხულია", - განაცხადა იასონ ბესელიამ და აქვე დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები, ირაკლი და დავით ბერიშვილები წარდგენილ ბრალში სრულად სცნობენ თავს დამნაშავედ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა