ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ნაწილი ისევ დაიტბორა

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ნაწილი კვლავ დაიტბორა. მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციისგან დახმარებას მეორე დღეა ითხოვენ.

"დღეს უარესი მდგომარეობაა, ვერ ვმუშაობთ. ასეთ წყალში ვინ შემოვა პროდუქტის საყიდლად? უშედეგოდ ვითხოვთ დახმარებას, არავინაა ჩვენი მშველელი. ბაზრის დირექტორი ამბობს, ჩემი ტეროტორია არ არისო, აბა ვისი ტერიტორიაა, ვის ეკუთვნის ეს ბაზარი გვითხრას. მარტო კომუნალურების აკრეფის დროს არის ადმინისტრაციის", - აცხადებენ მოვაჭრეები.

დატბორილი ბაზრის ნაწილი დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ მოინახულა.

"ეს პრობლემა მათ შარშანაც ჰქონდათ და ჯერ კიდევ მაშინ ვითხოვდით, რომ იქ არსებული კანალიზაციის პრობლემა მოეგვარებინათ. ახლა უარესი მდგომარეობა აქვთ და ზუგდიდის მერიას ამაზე არ აქვს რეაგირება. როგორც ვხედავ, ბაზრის ადმინისტრაცია და მერია ერთმანეთს აბრალებენ",- თქვა წითლიძე.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ეს კერძო საკუთებაა, თუმცა მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნულ ტერიტორიას მონახულებენ და შეძლებისაგვარად დაეხმარებიან.

ამასთან, ბაზრის დირექტორი გია კანკია ამბობს, რომ ის ტერიტორია მას არ ეკუთვნის და კანალიზაციის გაწმენდა მის კომპეტენციაში არ არის.

აღნიშნულ ტერიტორიაზე საკანალიზაციიო მილების გაწმენდას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. როგორც კომპანიაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ბაზრის შიდა ტერიტორია მათი პრეროგატივა არ არის, თუმცა დახმარება სთხოვეს და ამ წუთებში შესაბამისი ტექნიკის მობილიზება ხდება. ბაზრის ნაწილს აღნიშნული პრობლემა გუშინაც ჰქონდა. წყლის ნაკადი საკანალიზაციო მილმა ვერ გაატარა, რამაც ბაზრის ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო