გიორგი აბაშიშვილი ბაკურიანში "ზამთრის სკოლის" მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბაკურიანში მოძრაობის #ინიციატივა პროექტის "ზამთრის სკოლა" მონაწილეებს შეხვდა და ახალგაზრდებთან ერთად მათი განხორციელებული ინიციატივები და მათ წინაშე არსებული პრობლემები განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტში "ზამთრის სკოლა" საქართველოს 17 მუნიციპალიტეტიდან 60 ახალგაზრდა მონაწილეობდა და მათ ახალგაზრდებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, ამ პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზების შემუშავებაზე ისაუბრეს და საქართველოსა და მსოფლიოში არსებული სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი "ახალგაზრდული ინიციატივა" ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. #ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდების მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული პროექტები სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობისათვის დაიგეგმა და განხორციელდა.

გიორგი აბაშიშვილმა ახალგაზრდებს სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა