ზაზა გაბუნია - გეგმები არის ამბიციური, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელებას გულისხმობს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმის უკეთესი მუშაობისთვის 24 - საათიან რეჟიმში აპირებს იმუშავოს.

„მადლობა პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს არის სტრატეგიული ხაზი ჩვენი სახელისუფლებო პროგრამის. თვითმმართველობა ყოველთვის იყო ჩემი საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი საკითხი. გეგმებიც არის ამბიციური, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელებას გულისხმობს. ამოცანები არის დიდი, მათ შორს რეგიონების განვითარების და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრამები. ვაპირებ, 24 საათის განმავლობაში ვიმუშავო ამ საკითხებზე და მაქვს იმედი, გვექნება გაცილებით მაღალი სტანდარტის და შედეგობრივად მნიშვნელოვანი თითმმართველობის რეფორმა და რეგიონებში ცხოვრების მაღალი დონე“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატი ზაზა გაბუნია გახდა. პლენარულ სხდომაზე გაბუნიას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

აღნიშნული თანამდებობა პარლამენტში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა და სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა