მამუკა მდინარაძე - ზაზა გაბუნია თვითმმართველობების რეფორმებს, ვფიქრობ, კარგად აუბამს მხარს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა გაბუნიას კანდიდატურის შერჩევაში ჩართული იყო პრემიერ–მინისტრი, როგორც პარტიის ხელმძღვანელი პირი.

მისი განცხადებით, ზაზა გაბუნია არის პერსპექტიული, რომელიც კომიტეტის მუშაობას კარგად წარუძღვება.

„ზაზა გაბუნია წარდგენილ იქნა „ქართული ოცნების“ ფრაქციის მიერ ამ თანამდებობაზე, როგორც რეგლამენტით არის გათვალისწინებული. ის არის ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიული, ენერგიული ადამიანი, რომელიც ვფიქრობთ, რომ კარგად წარუძღვება ამ კომიტეტის საქმიანობას, სადაც მართლაც დიდი გამოწვევებია ინფრასტრუქტურის მიმართულებებით. ზოგადად, თვითმმართველობების კუთხით რეფორმებს, ვფიქრობ, კარგად აუბამს მხარს. გადაწყვეტილების მიღებაში ბუნებრივია, ჩართული იყო ქვეყნის და პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის პრემიერ–მინისტრი და ეს არის საერთო კონსულტაციებით მიღებული გადაწყვეტილება. როდესაც საპარლამენტო თანამდებობებზეა საუბარი, ბუნებრივია, დომინანტი არის პარლამენტი და ის იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ყოველთვის საერთო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გავდივართ ხოლმე პარტიის შიგნით და პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებში პარტიის ხელმძღვანელი არის გადაწყვეტილების მიმღები“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატი ზაზა გაბუნია გახდა. პლენარულ სხდომაზე გაბუნიას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

აღნიშნული თანამდებობა პარლამენტში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა და სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო