ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებს - ამაყი მივდივარ, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდი თქვენს უფლებებს

ამაყი მივდივარ, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდი თქვენს უფლებებს, მე ვრჩები თქვენთან, თითოეულ ადვოკატთან, მე ვარ უფლებადამცველი, მაქვს ჩემი ღირსება და სახელი და ეს გეკუთვნით თქვენ, - ასე მიმართა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე დარბაზში შეკრებილ ადვოკატებს ასოციაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.

ზაზა ხატიაშვილმა გასულ 8 წელზე ისაბურა და განაცხადა, რომ ამ წლების განმავლობაში არაერთი დაბრკოლება და პრობლემა შეექმნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას ღირსეულად ხელმძღვანელობდა.

ხატიაშვილმა გაიხსენა ასოციაციაში მისვლის წლები.

„111 ადვოკატი დამხვდა ციხეში. თქვენ გახსოვთ ის, რაც გადავიტანე მათ გამოსაყვანად, მე მაბრალებდნენ ხშირად პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, თუმცა შეუპოვრად ვიცავდი თქვენს პოზიციას, ვინაიდან თქვენ ხართ ძლიერები. ამასთან, ჩემი თავმჯდომარეობის დროს სისხლის სამართლის კოდექსში რევოლუციური ცვლილებები იქნა შეტანილი და საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული. ამაყი მივდივარ, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდი თქვენს უფლებებს, მე ვრჩები თქვენთან, თითოეულ ადვოკატთან, მე ვარ უფლებადამცველი, მაქვს ჩემი ღირსება და სახელი და ეს გეკუთვნით თქვენ. თქვენ გეყოლებათ ღირსეული თავმჯდომარე, ადვოკატთა ასოციაცია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის არასდროს, არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი იქ მე არ შემიშვია, და მომავალში ეს ასეც იქნება. ამაყი ვარ იმით, რადგან აქედან ისე მივდივარ, რომ არავინ მლანძღავს“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

მოგიწოდებთ, არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო პროცესში - ლევან ჯანაშია „ადვოკატთა ასოციაციის“ წევრებს მიმართავს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო