სპორტის სასახლეში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პროცედურა დაიწყო

სპორტის სასახლეში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. არჩევნების მეორე ტურში 12 კანდიდატიდან ორი კანდიდატი - ლევან ჯანაშია და დავით ასათიანი გადავიდნენ. ესენი არიან კანდიდატები, რომლებმაც პირველივე ტურში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს, თუმცა, როგორც ცნობილია, ჯანაშიამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.

ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში ხმას 1022 ადვოკატი აძლევს.

ამასთან,როგორც ჟურნალისტებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა განუცხადა, რეგისტრაციის პროცესი ყველანაირი წესის დაცვითა და მშვიდობიან ვითარებაში წარიმართა.

"კრებაზე მოსულია 1 000-ზე მეტი დელეგატი. გამომდინარე იქიდან, რომ ბიულეტენში მხოლოდ ორი კანდიდატია მითითებული და მხოლოდ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება, პროცესი დასრულდება უფრო მალე, ვიდრე წინა შემთხვევაში. ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ კი დაიწყება ხმების დათვლა",- განაცხადა პეტრიაშვილმა.

ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს ჩაანაცვლებს. ის ამ პოზიციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა