კახა კალაძე - საახალწლოდ ქალაქების მთლიანად მორთვა ჩვენზე მდიდარ ქვეყნებშიც არ ხდება

ზოგადად, ყველგან, ჩვენზე მდიდარ ქვეყნებშიც არ ხდება საახალწლოდ მთლიანად ქალაქების მორთვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ზოგიერთი ქუჩის საახალწლოდ განათება.

კახა კალაძის განმარტებით, არის კონკრეტული ცენტრალური უბნები, მოედნები, სადაც ხდება საახალწლო ილუმინაციების დაყენება, თუმცა მერს მიაჩნია, რომ ის, რაც გაკეთდა და განხორციელდა თბილისში, მასშტაბურია.

„მინდა, რომ ადამიანებმა, ამ ქალაქის მცხოვრებლებმა თავისი წვლილი შეიტანონ ქალაქის განათებაში, მორთვაში, გალამაზებაში და ეს ყველაფერი არის ელემენტარული. ძალიან უბრალოდ შეგვიძლია, თუნდაც საახალწლო ნაძვის ხე, ნათურა, საახალწლო სათამაშოები ჩვენს აივანზე, ჩვენს ფანჯარაზე გადმოვკიდოთ და მერწმუნეთ, რომ ღამე, როდესაც ეს ყველაფერი ჩაირთვება, იქნება ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როგორც მოხდა იმ ქუჩების შერჩევა, რომელიც საახალწლოდ მორთეს, კახა კალაძის განცხადებით, როგორც ხდებოდა წლების განმავლობაში ცენტრალური ქუჩების განათება, ისევ ისე განხორციელდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს