რუსთავში ქანდაკება დააზიანეს

რუსთავში მორიგი ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. დაუდგენელმა პირმა კოსტავას გამზირზე განთავსებული ბიჭუნას ქანდაკება დააზიანა. ქანდაკებას ქვედა კიდურები კოჭთან აქვს გადახერხილი.

ქანდაკების ავტორი მოქანდაკე მანუჩარ ოქროსცვარიძეა. ის ზაფხულში, რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა.

კოსტავას გამზირზე ეს ვანდალიზმის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ, ახლად რეაბილიტირებულ ქუჩაზე წყლის შადრევნები, ურნები დააზიანეს და შენობების ფასადებზე შავი საღებავებით წარწერები გააკეთეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო