კახა კალაძე - ბოლო დღეების განმავლობაში დააზიანეს ახლად გახსნილი სკვერები, საახალწლო სათამაშოები, ამ სიბოროტეს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ

ბოლო დღეების განმავლობაში დაზიანებული იყო ახალი გახსნილი სკვერები, საახალწლო სათამაშოები, ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ სიბოროტეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაენის ბაღში განაცხადა, სადაც მან მიმდინარე საახალწლო სამზადისი დაათვალიერა.

ამასთან, თბილისის მერმა მოუწოდა დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ქალაქის საახალწლოდ მორთვაში და ოჯახებმა შეძლებისდაგვარად, საახალწლო განათება ან რაიმე საახალწლო აქსესუარი საკუთარ აივანზე ან საკუთარ ფანჯარაზე გადმოკიდონ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი სილამაზე, რომელიც დაამშვენებს ჩვენ ქალაქს. ერთად უნდა შევქმნათ ახალი წელი, ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ქალაქის მორთვაში. მესმის, რომ შეიძლება ბევრმა ისიც თქვას, ესენი სულ გაგიჟდნენო, მაგრამ ჩვენ მომავალშიც მოგვიწევს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ ჩვენ, ჩვენს დედაქალაქს უნდა გავუფრთხილდეთ. თქვენ ნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, როგორ იყო დაზიანებული ახალი გახსნილი სკვერები, თუნდაც საახალწლო სათამაშოები, ვანდალიზმის ფაქტები იყო და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ სიბოროტეს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ბევრი თბილისელი ამყვება და გვერდით დამიდგება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს