არასრულწლოვან მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დამდეგი შობა-ახალი წელი დღეს იუმორისტული შოუს მსახიობებმა და ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“ მიულოცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს.

მსახიობები ლევან კვარაცხელია, ლევან გოგორელიანი, თემურ მჟავია და ჯგუფი „რეზო და ბავშვების“ წევრები - რევაზ ბლიაძე და ლევან ხოტივარი დაწესებულებას პირადად ესტუმრნენ და იუმორისტულ ნომრებთან ერთად, სიმღერებიც შეასრულეს. სტუმრებმა იუმორისტულ ჟანრში მუშაობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხეს.

მსახიობ თემურ მჟავიას განცხადებით, საზოგადოების მხარდაჭერა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„როცა ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად, ახლობლების გარემოცვაში ხვდება, მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა ახალგაზრდებმა ჩვენი გვერდით დგომა იგრძნონ. აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული გარემო და პირობები სახელმწიფოს მხრიდან ამ ახალგაზრდების მიმართ ზრუნვაზე მიუთითებს. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ მოვიდეთ და მათთვის ღონისძიებები გავმართოთ“, - განაცხადა თემურ მჟავიამ.

„რეზო და ბავშვების“ ხელმძღვანელის რევაზ ბლიაძის განცხადებით, მისი ჯგუფი მზადაა, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მხარდაჭერის მიზნით, სამინისტროსთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს და დაწესებულებაში სამომავლოდ, კონცერტიც გამართოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო