ქუთაისში ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოება მიმდინარეობს

ქუთაისში ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს,ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის, ქუთაისში ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოების მიზნით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

„პროექტი ითვალისწინებს მიშენებების მშენებლობას, ასევე შიდა სარემონტო სამუშაოებს და ეზოების კეთილმოწყობას. ოთხივე სააღმზრდელო დაწესებულებაში დამატებითი ჯგუფები გაიხსნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა, მხარის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად დაათვალიერა.

„სამუშაოების აუცილებლობა ბავშვთა ნაკადის ზრდამ და მოთხოვნამ განაპირობა. სამუშაო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 1 მილიონ ლარამდეა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა