გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული სამი პირიდან, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ, სასამართლოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი გაასაჩივრებს

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული სამი პირიდან, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი გაასაჩივრებს.

ბრალდებულ ზაზა მაჩალაძის ადვოკატის, შოთა მანელიძის განცხადებით, ის ორშაბათს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიციას შეაჯერებს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივროს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში.

რაც შეეხება ვაჟა კვარაცხელიასა და დათიკაშვილის ადვოკატს, როგორც თამარ აბესაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი საკმარისი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებოდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლემ მათ მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება მაინც გამოიყენა.

აქედან გამომდინარე, როგორც აბესაძე განმარტავს, ის ვერ ხედავს აზრს, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

ამასთან ადვოკატი აღნიშნავს, რომ დანაშაული პროვოცირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩანერგილი აგენტის მხრიდან, რაზეც კვარაცხელიამ და დათიკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრეს.

რაც შეეხება კიდევ ორი ბრალდებულის ირაკლი და დავით ბერიშვილებს, როგორც მათი ადვოკატი იასონ ბესელია განმარტავს, ორივე ბრალდებული გამოიკითხა და მათ გამოძიებას მიაწოდეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩადენილ დანაშაულს ეხებოდა.

ბესელია აცხადებს, რომ ბრალდებულების მხრიდან ჩვენებაში დასახელებულია კონკრეტული გვარები, თუმცა ადვოკატი მათი დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა