ირაკლი კობახიძე - ამომრჩეველს დავპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ეს პირნათლად შევასრულეთ

ჩვენ ამომრჩეველს დავპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს პირნათლად შევასრულეთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2016 წლამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული დემოკრატიისთვის რისკფაქტორად რჩებოდა.

„ეს იყო მოცემულობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ჩვენ მივეცით ძალიან კონკრეტული დაპირება ჩვენს ამომრჩეველს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს დაპირება პირნათლად შევასრულეთ. არის დღევანდელი მოცემულობა და მას ვეღარავინ შეცვლის. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის უკვე მცირე პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია 6 დეპუტატით და ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა. ეს არის მიღწევა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. ეს არის დაპირება, რომელიც ჩვენ პირნათლად შევასრულეთ. ამ ვითარებაში ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს ამოცანა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩავრთოთ თითოეული სუბიექტი, თითოეულ სუბიექტთან გვქონდეს სათანადო თანმშრომლობა, კომუნიკაცია და სწორედ ამ ყველაფერის შედეგი იქნება ის, რომ საპარლამენტო ცხოვრება წარიმართება ნორმალურ, სწორ, კონსტრუქციულ რეჟიმში და ასეთი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ საპარლამენტო ცხოვრებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას, კობახიძის განცხადებით, აღნიშნული პარტია წარმოდგენილია 6 დეპუტატით და „ამ რესურსის ფარგლებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება სრული შესაძლებლობა, რომ მონაწილოება მიიღოს საპარლამენტო ცხოვრებაში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო