დავით ასათიანი - ადვოკატთა ასოციაცია დარჩება ერთიან ორგანიზაციად, უფრო გაძლიერდება და იქნება ისეთივე დამოუკიდებელი, როგორიც არის

ადვოკატთა ასოციაცია დარჩება ერთიან ორგანიზაციად კიდევ უფრო გაძლიერდება, იქნება ისეთივე დამოუკიდებელი, როგორიც არის და თვითმმართველობა შენარჩუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატთა ასოციაციის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მეორე ტურის არჩევნები წესების დაცვითა და ლეგიტიმაციით ჩატარდა, რამაც მისი გამარჯვება დაადასტურა.

"დღეს, ადვოკატთა ასოციაციამ და ადვოკატთა კორპუსმა აჩვენა ერთად დგომის და ერთიანობია კარგი მაგალითი. ამით ჩვენ საზოგადოებას დავუმტკიცეთ, რომ ჩვენი ერთიანობა გარდაუვალია. ადვოკატთა ასოციაცია დარჩება ერთიან ორგანიზაციად, კიდევ უფრო გაძლიერდება, იქნება ისეთივე დამოუკიდებელი, როგორიც არის და თვითმმართველობა შენარჩუნდება.

განმეორებითი ნდობისთვის მადლობას ვუხდი თითოეულ ადვოკატს, რომელმაც ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება, არჩევნების ლეგიტიმაცია და ყველა კითხვას პასუხი გაეცა თავად ადვოკატების მხრიდან", - განაცხადა ასათიანმა.

ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე დავით ასათიანი გახდა. სპორტის სასახლეში ხმის დათვლის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 953-მა ადვოკატმა მიიღო, რომელთა უმრავლესობამ - 922-მა არჩევანი დავით ასათიანის სასარგებლოდ გააკეთა.

რაც შეეხება ასათიანის კონკურენტს, ლევან ჯანაშიას, მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, 23 ხმა მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა