ზაზა ხატიაშვილი - დავით ასათიანი 8 წლის განმავლობაში ადვოკატთა უფლებებისთვის ჩემთან ერთად იბრძოდა

ადვოკატთა ასოციაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტს დავით ასათიანიღირსეულად უხელმძღვანელებს. როგორც ხატიაშვილმა ჟურნალისტებს მეორე ტურის არჩევნების დასრულების შემდეგ განუცხადა, დავით ასათიანი არის ის პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში მასთან ერთად ღირსეულად იბრძოდა ადვოკატთა უფლებების დასაცავად. ხატიაშვილმა მის შემცვლელს გამარჯვება მოულოცა.

"ადვოკატთა კორპუსის გაერთიანება შევძელით, დავით ასათიანი იყო ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა 8 წელი ადვოკატთა უფლებებისთვის და განვითარებისთვის. ამ ადამიანს არაფერი დაუშურია იმისთვის, რომ ასოციაცია უფრო ძლიერი და წარმატებული გამხდარიყო. ვფიქრობ, რომ დავით ასათიანი იქნება ადვოკატთა ასოციაციის წარმატებული თავმჯდომარე, მას აქვს დიდი ლეგიტიმაცია, მიიღო ბევრი ხმა”,- განაცხადა ხატიაშვილმა.

ამასთან,ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, ადვოკატებს დღეს შეტყობინებები მიუვიდათ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურზე არ მისულიყვნენ. მიუხედავად ამისა, ხატიაშვილის თქმით, არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის ადვოკატი გამოცხადდა, რომელთა უდიდესმა ნაწილმა არჩევანი დავით ასათიანის სასარგებლოდ გააკეთა.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამარცხვინო ფაქტს ჰქონდა ადგილი, ადვოკატები დღის განმავლობაში იღებდნენ მესიჯებს, რომ ასოციაციის საერთო კრებაზე არ მისულიყვნენ და კრების ჩაშლა უნდოდათ, ვფიქრობ, რომ ამის მიუხედავად ეს იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები”,- განაცხადა ხატიაშვილმა.

ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე დავით ასათიანი გახდა. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 953-მა ადვოკატმა მიიღო, რომელთა უმრავლესობამ - 922-მა არჩევანი დავით ასათიანის სასარგებლოდ გააკეთა.

რაც შეეხება ასათიანის კონკურენტს, ლევან ჯანაშიას, მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, 23 ხმა მიიღო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო