საფეხბურთო კლუბმა ,,რუსთავმა“ უმაღლეს ლიგაში გადასვლა საზეიმო მსვლელობით აღნიშნა

საფეხბურთო კლუბმა ,,რუსთავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის ჩემპიონობა და უმაღლეს ლიგაში გადასვლა საზეიმო მსვლელობით აღნიშნა.

საზეიმო მსვლელობა რუსთავის ,,ფოლადის’’ სტადიონიდან დაიწყო და სამ ლოკაციაზე - კოსტავას გამზირზე, შადრევნის მიმდებარედ, მეგობრობის გამზირზე მდებარე ცენტრალური ფოსტის შენობასთან და შარტავას გამზირზე, ჟიული შარტავას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო.

აქციის მიმდინარეობისას, საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის’’ ხელმძღვანელობამ, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად, გულშემატკივრებს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, პატარა ქომაგებს კი, საჩუქრად ფეხბურთის ბურთები დაურიგეს.

სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება, ,,რუსთავმა’’ ვადამდე, ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში, თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას’’ დამარცხებით მოიპოვა.

საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის შეხვედრები 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა