ირაკლი კობახიძე - 2018 წელსაც პარლამენტის ამოცანა ჩვენი ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულება იქნება

2018 წელსაც პარლამენტის ამოცანა ჩვენი ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულება იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთვის მთავარია პოზიტიური მიმართულებით მუშაობის გაგრძელება, დღის წესრიგის განხორციელება, ჩვენი ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულება და ზუსტად ეს იქნება პარლამენტის ამოცანა მომდევნო წლისთვისაც“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ გასული წელი შეაჯამა. მისი შეფასებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობით და მონაწილეობით, მნიშვნელოვანი, ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმები განხორციელდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტს ამბიციური და კვალიფიციური გუნდი ჰყავს და აქვს საქმიანობის დახვეწის ძალიან დიდი რესურსი.

„ძალიან აქტიური იყო საპარლამენტო ცხოვრება 2017 წლის განმავლობაში, უამრავი კანონპროექტების პაკეტი მიიღო საქართველოს პარლამენტმა და თითოეული კანონი, თითოეული პაკეტი ემსახურებოდა იმას, რომ გაგრძელდეს ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარება. ეს იყო მიზანი რეფორმების, რომელიც განხორციელდა პარლამენტის ჩართულობით და მონაწილეობით. გარდა ამისა, ასევე, აღვნიშნავ, რომ ვითარება არის ჯანსაღი საქართველოს პარლამენტში, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არსებობდეს ჯანსაღი თანამშრომლობა, კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის და ამის შედეგებს ყველა ვხედავთ. ეს არის ის ჯანსაღი პროცესები, რომლებიც წარიმართება საქართველოს პარლამენტში და ამ მიმართულებით გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მუშაობა. პარლამენტს ჰყავს ძალიან ამბიციური და კვალიფიციური გუნდი, აქვს ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ დაიხვეწოს საპარლამენტო ფუნქციები, კანონშემოქმედებითი მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს ჩვენი საქმიანობა, ზედამხედველობის მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს ჩვენი საქმიანობა და მთავარია, რომ 4 წლის თავზე, როდესაც ჩვენ უკან გავიხედავთ, შეგვეძლოს იმის თქმა, რომ პარლამენტში განხორციელდა თვისებრივი ცვლილება. ეს სჭირდება ნამდვილად ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც არის ცენტრალური რგოლი ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 2018 წელს აქტიურ მუშაობას გეგმავს.

„მაქვს მოლოდინი, რომ იქნება ჯანსაღი თანამშრომლობა და კომუნიკაცია ყველა საპარლამენტო პარტიას შორის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო