სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ორს - 5-5 ათას ლარიანი გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს - ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილს და ზაზა მაჩალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ირაკლი და დავით ბერიშვილებს გირაო 5-5 ათასი ლარი, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს 30 დღეში. გადახდის შესახებ მათ უნდა აცნობონ პენიტენციურ დაწესებულებას, რის შემდეგაც მოხდება მათი გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ ირაკლი და დავით ბერიშვილები წარდგენილ ბრალს აღიარებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ”სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ორს - 5-5 ათას ლარიანი გირაო”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა