პროკურორის განმარტებით, გარიგებული მატჩების საქმეზე ორი ბრალდებულის მიმართ გირაო იმიტომ მოითხოვეს, რომ მათ გამოძიებასთან ითანამშრომლეს

პროკურორ გიორგი ლილუაშვილის განმარტებით, გარიგებული მატჩების საქმეზე ორი ბრალდებულის მიმართ გირაო იქიდან გამომდინარე იყო მოთხოვნილი, რომ მათ დაკავების მომენტიდან ითანამშრომლეს გამოძიებასთან. როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო ბრალდებამ, ორი ბრალდებულის შემთხვევაში შემამსუბუქებელი გარემოება გაითვალისწინა.

"სამი ბრალდებულის მიმართ მოთხოვნილი იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. რაც შეეხება კიდევ ორ ბრალდებულს, რომლებმაც დაკავების მომენტიდან ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მიაწოდეს ყველა ის ინფორმაცია, რაც მათთვის იყო ცნობილი, შესაბამისად გათვალისწინებული იყო ეს შემამსუბუქებელი გარემოება და მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ მათ მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულიყო გირაო, რაზეც იმსჯელა სასამართლომ და სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა", - განაცხადა პროკურორმა და აღნიშნა, რომ სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ამტკიცებს პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს.

რაც შეეხება ერთ-ერთ პიროვნებას, ვინმე დათოს, რომელზეც სამი ბრალდებული საუბრობს, რომ ე.წ. დანაშაული მისი პროვოცირებულია, პროკურორს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

"საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მოცემულ ეტაპზე, გამოძიების იბტერესებიდან გამომდინარე, სხვა რაიმე სახის კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის", - აღნიშნა ლილუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს - ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილს და ზაზა მაჩალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ირაკლი და დავით ბერიშვილებს გირაო 5-5 ათასი ლარი, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს 30 დღეში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა