ირაკლი კობახიძე - ამომრჩეველს დავპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ეს პირნათლად შევასრულეთ

ჩვენ ამომრჩეველს დავპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს პირნათლად შევასრულეთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2016 წლამდე, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული დემოკრატიისთვის რისკფაქტორად რჩებოდა.

„ეს იყო მოცემულობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ჩვენ მივეცით ძალიან კონკრეტული დაპირება ჩვენს ამომრჩეველს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს დაპირება პირნათლად შევასრულეთ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და მას ვეღარავინ შეცვლის. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის უკვე მცირე პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია 6 დეპუტატით და ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა. ეს არის მიღწევა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. ეს არის დაპირება, რომელიც ჩვენ პირნათლად შევასრულეთ. ამ ვითარებაში ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს ამოცანა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩავრთოთ თითოეული სუბიექტი, თითოეულ სუბიექტთან გვქონდეს სათანადო თანმშრომლობა, კომუნიკაცია და სწორედ ამ ყველაფერის შედეგი იქნება ის, რომ საპარლამენტო ცხოვრება წარიმართება ნორმალურ, სწორ, კონსტრუქციულ რეჟიმში და ასეთი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ საპარლამენტო ცხოვრებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას, კობახიძის განცხადებით, აღნიშნული პარტია წარმოდგენილია 6 დეპუტატით და „ამ რესურსის ფარგლებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება სრული შესაძლებლობა, რომ მონაწილოება მიიღოს საპარლამენტო ცხოვრებაში“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს