ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით „ეთიკის კოდექსზე“, ამაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები, გამოვიყენეთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და ამის საფუძველზე მომზადდა დოკუმენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ”იმედთან” ინტერვიუში განაცხადა.
”რა თქმა უნდა, სანქციები არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს საპარლამენტო ცხოვრების ხარისხი, თუმცა, მთლიანობაში, მე ვიტყოდი, რომ ”ეთიკის კოდექსი” მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პარლამენტში ეთიკის სტანდარტების სათანადო დაცვას.
გარდა ამისა, აღვნიშნავ, რომ კონკრეტული ზომები იქნება მიღებული იმისთვის, რომ, საპარლამენტო დისციპლინის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მათ შორის იგეგმება რეგლამენტში ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ამ დისციპლინის უკეთეს დაცვას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.