სპორტის სასახლესთან, საშობაო ბაზრობაზე, საახალწლო ნაძვის ხეების გვერდით ბორჯომიდან ჩამოტანილი დამწვარი ნაძვის ხეებიც გამოიფინა

სპორტის სასახლესთან, საშობაო ბაზრობაზე, ბორჯომიდან ჩამოტანილი დამწვარი ნაძვის ხეებიც გამოიფენა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოფენის ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა 23 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენა კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” და “ტრიპექსის” სოციალური აქციაა, რომელიც ბორჯომის დამწვარი ტყე-პარკის აღდგენის მიზანს ატარებს.

„სტიქია, რომელიც ამ ზაფხულს ქართულ ტყეებს დაატყდა თავს და 1000-მდე ჰექტარი გაანადგურა, თითქოს ყველამ უკვე დაივიწყა. პრობლემამ აქტუალურობა დაკარგა, თუმცა მის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართვა კვლავ მნიშვნელოვანია.

დროა, ბუნების გადასარჩენად კიდევ ერთი საახალწლო ტრადიცია დავნერგოთ - ამ ახალ წელს ლამაზი ნაძვის სახლში დადგმასთან ერთად, ერთი ნამდვილი ხეც დავრგოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება!

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ვებ საიტი - borjomistvis.ge, სადაინაც ხეების დარგვა მარტივად არის შესაძლებელი - მაუსის ორი დაწკაპუნებით შესაძლებელია დარგო ნაძვის ხე ბორჯომის ხეობაში და აჩუქო ის მეგობარს, ოჯახს ან საკუთარ თავს. სპორტის სასახლესთან საშობაო ბაზრობაზეც ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან დარგოთ ხე ბორჯომის ხეობაში“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს