სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ პროექტზე - „მიწის მდგრადი მართვა დეგრადაციის და სიღარიბის შემცირების მიზნით“ იმსჯელეს

სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ პროექტზე - „მიწის მდგრადი მართვა დეგრადაციის და სიღარიბის შემცირების მიზნით“ იმსჯელეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან, მიწის დეგრადაციის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებსა და მიწის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, სადაც მიწის დეგრადაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მიწის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის როლზე იმსჯელეს. მედიის წარმომადგენლები საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტეში საპილოტე პროექტზე, სადაც ქარსაფარი ზოლების აღდგენა მიმდინარეობს.

პროექტს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) ახორციელებს, ხოლო აღმასრულებელია - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Gaucasus), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

პროექტის მესამე კომპონენტს - „ეროვნული შესაძლებლობების განვითარება და ცოდნის მართვა“ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს