დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს

დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი სტუმრებს 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ყოველდღე 10:00 საათიდან 00:00 საათამდე, დედაენის ბაღში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.

კერძოდ, საახალწლო ქალაქის ფარგლებში გაიხსნება საახალწლო ბაზრობა. მოეწყობა ყინულის მოედანი, კინოს მოყვარულთათვის კი ღია კინოთეატრი იფუნქციონირებს. ასევე დაგეგმილია ხის ნაკეთობათა სახელოსნოს გახსნაც. დედაენის ბაღის სტუმრებისთვის 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტები გაიმართება.

თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა