გლდანში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ გრიგოლიას ინფორმაციით, გლდანში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ოთარ გრიგოლიამ რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათ მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები გააცნო. დეპუტატის თქმით, ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით გლდანის რაიონისთვის 300 000 ლარამდე მატებაა გათვალისწინებული. საკრებულოს წევრის განმარტებით, აღნიშნული მატება უკვე არსებული არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური სერვისის გაფართოების საშუალებას იძლევა.

გარდა ამისა, დეპუტატის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის განვითარება კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მისივე განცხადებით, 2018 წელს ამ მიმართულებით რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, მომავალ წელს რაიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა