ავსტრიის კანცლერი თურქეთის ადგილს ევროკავშირში ვერ ხედავს

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი დარწმუნებულია, რომ თურქეთი, ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებული კურსის გამო, ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ამის შესახებ გამოცემა Bild am Sonntag იუწყება.

„ამ ქვეყანაში ვაწყდებით სერიოზულ დარღვევებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში. მე ვერ მივიღებ იმას, რასაც ევროკაშირი აკვირდება და ისეთ პოზიციას იკავებს, თითქოს არაფერი ხდება. ჩემი აზრით, თურქეთს, ბოლო წლების პოლიტიკით, ადგილი არ აქვს ევროკავშირში. სამართლიანი იქნებოდა შეწყვეტილიყო მოლაპარაკებები მისი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა კურცმა.

მისივე თქმით, თურქეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროპაში მცხოვრებ თურქულ საზოგადოებაზე ინტეგრაციის თავიდან ასაცილებლად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა