მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, პროექტში „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ ჩართულ ტრენერებს უმასპინძლა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ევროკავშირის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, განხორციელებულ პროექტში „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ ჩართულ ტრენერებს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სამომავლო საქმიანობის დახვეწისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გააანალიზეს. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს სამომავლო ინიციატივებსა და რეკომენდაციებზე, თუ რა სჭირდება სკოლას და მასწავლებელს ევროკავშირის შესახებ უკეთ სწავლებისთვის.

პროექტი მიზნად ისახავდა სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლების გაძლიერებას. ამ მიმართულებით მომზადდა სახელმძღვანელო და შეიქმნა ტრენინგ-მოდული, რომელიც გულისხმობს მასწავლებლებისთვის ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სწავლებას, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა კლასში სხვადასხვა საგნის გაკვეთილზე, საგნის სწავლების პარალელურად, მოსწავლეებმა ევროპის შესახებაც ისწავლონ.

პროექტში ჩართული იყო 100-მდე ტრენერი. პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის, სხვადასხვა სკოლის, საგნისა და საფეხურის 3000-მდე პედაგოგი დატრენინგდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს