დევნილთა მინისტრის მოადგილემ სამეგრელოს რეგიონში განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 34 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ სოფლებში მუჟავაში, ეწერში, ობუჯსა და ჯგალში განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მათი საჭიროებების შესაბამისად აღიჭურვა, მოეწყო ღია სათამაშო მოედნები, საძინებლები, სამზარეულოები და სხვ. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ. სოციალური ინვესტიციის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფელ მუჟავაში, რომელიც საზღვრისპირა ზოლში მდებარეობს.

საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებდნენ. მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, 10 000 ლარის ფარგლებში, 48 სოციალური პროექტი დაუფინანსდათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო