რუსეთის პრეზიდენტობისთვის ბიზნესმენი სერგეი პოლონსკიც იბრძოლებს

რუსეთის პრეზიდენტობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, 520 ადამიანისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა ბიზნესმენ სერგეი პოლონსკის კანდიდატურა წარადგინა.

პოლონსკიმ დღეს საკუთარი პლატფორმა მომხრეებს უკვე წარუდგინა, რომელსაც მხარი დაუჭირეს. 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისამდე, პოლონსკი რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში იყო. 2015 წლის მაისში კომბოჯაში რუსეთის მართლმსაჯულებას ემალებოდა, მაგრამ ის რუსეთის ხელისუფლებას გადასცეს. წელს ბიზნესმენს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 2,6 მილიარდი რუბლის დატაცების საქმეზე, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სასჯელისგან გათავისუფლდა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა