ადვოკატის ინფორმაციით, ზვიად რატიანს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული პოეტი ზვიად რატიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას EMC-ის იურისტმა, ზვიად რატიანის ადვოკატმა ანა ნარსაშვილმა განუცხადა, ბრალდებულის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ, მას შემდეგ გაიმართება, რაც სამართლადამცველები სასამართლოს მიმართავენ.

ადვოკატის განმარტებით, ზვიად რატიანს მრავლეობითი დაზიანებები აღენიშნება და ის არ გამორიცხავს, რომ გამოძიებას მიმართონ. ”ზვიად რატიანს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ მივმართოთ გამოძიებას, რათა დაინტერესდნენ, თუ საიდან აქვს მიღებული მას ეს დაზიანებები. ზვიად რატიანი ამჟამად თავისუფალია. ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ გამოცხადდება როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე გამოძახების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოში”, - განაცხადა ანა ნარსაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ”ზვიად რატიანი - ვიყავი ნასვამი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ქურთუკის ფერი არ მოეწონათ”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს