თბილისში ჩანახატებით გაფორმებული პირველი მუსიკალური შადრევნები მოეწყო

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მოზაიკური ჩანახატებით გაფორმებული ორი მუსიკალური შადრევანი მოეწყო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტი ინოვაციურია, რადგან საქართველოს მასშტაბით, შადრევნების ფოტოჩანახატებით გაფორმება პირველად მოხდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთი მათგანი თემქის ცენტრალურ გზაზე (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) არსებულ სკვერში, მეორე კი, ც. დადიანის ქუჩაზე, მეტროს სადგურ „ნაძალადევის“ გვერდით რეაბილიტირებულ სკვერში მოეწყო.

მუსიკალური შადრევნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ პარლამენტის წევრ ზაზა გაბუნიასთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„წლების განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან ძალიან დიდი იყო მოთხოვნა, რომ ორივე შადრევანი ამოქმედებულიყო. კარგია, რომ უკვე მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ამ ლამაზი სანახაობით ისიამოვნოს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ორივე მუსიკალურ შადრევანს 10-მდე ფუნქცია აქვს და ღამის საათებში რამდენიმე ფერში ნათდება. განათებულია მოზაიკური ჩანახატებიც. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო