გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს მასშტაბით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრალური და ადგილობრივი შესაბამისი სამსახურები ადგილზე კოორდინირებულად მუშაოებენ. ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგეს.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჭაჯვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ასევე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

ინტენსიური თოვამ პრობლემები შექმნა ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ამბროლაურთან) დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოწოლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ იწა და სოფელ ახალსოფელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კორშა-შატილის მონაკვეთზეც, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-26 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი (დროგამოშ-ვებით 20-25მ/წმ-მდე). ჰაერის ტემპერატურა ღამით დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია 0, +5 იქნება, დღისით კი - +4, +9. 27-30 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით მოიმატებს და იქნება +9,+14 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +6, +11 გრადუსი, ღამით კი მოსალოდნელია ყინვების გაძლიერება: ბარში ზოგან -5 გრადუსამდე, მთიან რაიონებში -10, -5, ხოლო მაღალმთაში შესაძლებელია -15, -10 გრადუსის ფარგლებში. 31 დეკემბერს კი საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს