პარლამენტში სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, წვეულებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა, რომელიც ღონისძიებას შვილებთან ერთად დაესწრო.

„დღეს საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შვილებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ბავშვს განსაკუთრებით მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. მინდა, ვუსურვო ბედნიერება და ძალიან ბევრი სიხარული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამდეგი შობა-ახალი წელი ბავშვებს ანიმატორებმა და თოვლის ბაბუამ მიულოცეს. ბავშვებმა საქართველოს პარლამენტისგან საჩუქრებიც მიიღეს. ღონისძიებას, შვილებთან ერთად, დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს