ლუქსემბურგში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამართულ ტურნირში ქართველმა სპორტსმენმა მხატვრულ ტანვარჯიშში ქეთი არბოლიშვილმა სამ საპრიზო კატეგორიაში გაიმარჯვა.
არბოლიშვილის მწვრთნელის, ბელა კობალაძის ინფორმაციით, სპორტსმენმა ფინალში გურზებით პირველი ადგილი აიღო, მეორე ადგილი ბაფთაში, ხოლო მესამე ადგილი ბურთით გამოსვლაში დაიკავა. ამავე ტურნირზე არბოლიშვილმა 3 ოქროს მედალი ინდივიდუალურ შეჯიბრში მოიპოვა.
ქეთი არბოლიშვილი ოლიმპიური შეჯიბრებისათვის ემზადება, ხოლო საკვალიფიკაციო ტურნირი თებერვალში, მოსკოვში ჩატარდება.