სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო თავისი 62-ე მოგზაურობა დაიწყო

სანტა კლაუსმა დღეს დილით მსოფლიოს გარშემო თავისი 62-ე მოგზაურობა დაიწყო, რათა ყველას შობის დღესასწაული მიულოცოს და პლანეტის ყველა ბავშვს საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ აშშ-ისა და კანადის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სარდლობა იუწყება.

სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსზე თავის რეზიდენციიდან ცხრა ირმისგან შემდგარი მარხილით დაიძრა. მისი ტვირთის სიმძიმე 117 კილოგრამია, ხოლო საჩუქრებისა, ათობით ტონას შეადგენს.

სანტა კლაუსის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია რეალურ დროში ინტერნეტგვერდზე www.noradsanta.org. შარშან, პირველი ქვეყანა, რომელსაც ზღაპრული პერსონაჟი ეწვია, რუსეთი იყო.

სანტას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა სათავეს 1955 წლიდან იღებს, როდესაც ამერიკის შტატ კოლორადოს ერთ-ერთმა მსხვილმა სავაჭრო ცენტრმა განათავსა რეკლამა ბავშვებისადმი მოწოდებით, დაერეკათ სანტა კლაუსისთვის, თუმცა, ტელეფონის ნომერში დაფიქსირდა შეცდომა, რის გამოც ყველა სატელეფონო ზარზე სანტას ნაცვლად პასუხის გაცემა მოუწია აშშ-ისა და კანადის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის ცხელი ხაზის ოპერატორს. მას შემდეგ კოლორადოში განთავსებული სამხედრო საჰაერო ძალები ხდება ყოველწლიურად სანტა კლაუსის საშობაო მოგზაურობის თვალთვალის ცენტრი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა