კახა კალაძემ ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი საახალწლო ილუმინაციებით საკუთარი სახლის აივანი მორთო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი საახალწლო ილუმინაციებით საკუთარი სახლის აივანი მორთო.

„მეც ვიღებ მონაწილეობას აქციაში „ერთად მოვრთოთ ქალაქი“. დღეს ყველას გელოდებით დედა ენის ბაღში. შეგიძლიათ წამოიყვანოთ თქვენი პატარები, შვილები, შვილიშვილები. 20:00 საათზე, ნიაზ დიასამიძის კონცერტი იწყება და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. ჩვენ მომავალშიც მოგვიწევს თანამშრომლობა და მე მაქვს თქვენი თანადგომის იმედი“, - ამბობს ვიდეო მიმართვაში კახა კალაძე, რომელიც საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა.

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას სთხოვს, ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად შეძლებისდაგვარად მორთონ საკუთარი აივნები.

კახა კალაძე ლილოს ბაზრობაზე იმყოფებოდა, სადაც მან თავად დაათვალიერა საახალწლო ილუმინაციები და 14 ლარის შენაძენი გააკეთა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა