25 დეკემბერს კათოლიკური, პროტესტანტული და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას ზეიმობს

25 დეკემბერს კათოლიკეები, პროტესტანტები, ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, ელადის ეკლესიები, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, მაცხოვრის შობას დღესასწაულობენ. დანარჩენი ეკლესიები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღესასწაულს იულიუსის კალენდრის მიხედვით, 7 იანვარს აღნიშნავს.

ქრისტიანთა მიერ შობის დღესასწაულის აღნიშვნა მე-4 საუკუნიდან იღებს სათავეს. არსებობს ვარაუდი, რომ 25 დეკემბერს შობის აღნიშვნა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს წარმართულ დღესასწაულთან - „უძლეველი მზის დაბადებასთან“, რომელსაც ძველი რომაელები აღნიშნავდნენ.

მაცხოვრის შობის შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები - მათე და ლუკა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა