კიევის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ

კიევის ცენტრში დამოუკიდებლობის მონუმენტთან ახლოს მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ყოველკვირეული საპროტესტო აქციების საწინააღმდეგო შეკრება, სახელწოდებით „ყავა კრეშატიკზე“.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა შეკრებაზე ჩაი და ორცხობილები მიიტანეს. ადგილზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. იქვე მდებარე სავაჭრო ცენტრიდან გადმოკიდეს პლაკატი, წარწერით: „მიშა საქართველოში, პეტია - გაგაუზიაში“.

ამ აქციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკვე გამოეხმაურა ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ ეს არის უკრაინის პრეზიდენტის მიერ მოწყობილი ანტიმაიდანი და მომხრეებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ. მისივე თქმით, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველოს ნებისმიერ სოფელში, ამაზე მეტ ხალხს აგროვებდა ისე, რომ არ დაურიგებია ყავა და კანფეტები.

„როდესაც ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი თავის მხარდასაჭერად უფრო მეტი ადამიანის შეკრებას ვერ ახერხებს მთავარ მოედანზე, დროა სერიოზულად დაფიქრდეს თავის უახლოეს პერსპექტივებზე“, - წერს სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო