კურორტ გომარდულის პერსონალს ტრენინგები უტარდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგებს აგრძელებს.

დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტრენინგს კურორტ გომარდულის საოჯახო სასტუმრო სახლებისა და კოტეჯების წარმომადგენლებს უტარებს. თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისას მონაწილეები საოჯახო-სასტუმრო სახლების ზოგად სტანდარტებს, კვებასთან დაკავშირებულ მომსახურების ნორმებს, ჰიგიენის ძირითად წესებსა და სტუმართმასპინძლობის ზოგად პრინციპებს ეცნობიან.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმსა და მთიან აჭარაში ჯამში 500 ადამიანი გადაამზადა.

2018 წლისთვის, უწყება ტრენინგების პროგრამისა და მასშტაბების გაფართოებას გეგმავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს