მიხეილ ყაველაშვილმა საქველმოქმედო საშობაო გარბენში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით, ლისის ტბის გარშემო, საქველმოქმედო საშობაო გარბენი “ზამთრის თბილისი” გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის მიხელ ყაველაშვილის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.

გარბენი ორ ეტაპად ჩატარდა 3 და 9 კილომეტრიან დისტანციებზე, რომლის მონაწილეებსაც სამახსოვრო ბრენდირებული მაისურები და საახალწლო ქუდები გადაეცათ. გამარჯვებულები კი, პარტნიორების მიერ დაწესებული სხვადასხვანაირი სუვენირებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვნდნენ.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა ნინო სურგულაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის“ ანგარიშზე გადაირიცხება.

გარბენის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია, მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია და საქართველოს ბავშთა და სასკოლო სპორტის ფედერაცია.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის, ქალაქ თბილისი მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა