ლაშა ბუღაძე - მოვითხოვთ გვაჩვენონ ის მოძალადეები, რომლებიც ზვიად რატიანს გაუსწორდნენ

მოვითხოვთ გვაჩვენონ ის მოძალადეები, რომლებიც ზვიად რატიანს გაუსწორდნენ, - ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართველი მწერლების სახელით, ლაშა ბუღაძემ პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ლაშა ბუღაძემ აღნიშნა, საზოგადოება ითხოვს მკაცრ და ამავდროულად მკაფიო რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან და არა თვალთმაქცობას. ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ შსს-ს განცხადება არის უტიფრული განცხადება, იმ ფონზე, თუ როგორ აწამეს ზვიად რატიანი. გაუგონარი ფაქტი მოხდა. ზვიად რატიანი საზოგადოებისთვის ცნობილია და ამგვარად მოექცნენ, წარმოიდგინეთ ის საზოგადოებისთვის უცნობი რომ იყოს, როგორ მოექცეოდნენ. პროკურატურა მას რა საქმეებს შეუკერავდა, კაცმა არ იცის. მოვითხოვთ მოძალადეები, რომლებიც ზვიად რატიანს გაუსწორდნენ, საჯაროდ გახდნენ ცნობილი, რათა ყველამ ვიცოდეთ, როდესაც სახელმწიფო წარმომადგენელი პოლიციელი ძალადობს, ეს დანაშაულია. ამიტომ ვითხოვთ, რათა ვიცნობდეთ მათ სახეებზე და ვიცოდეთ მათი სახელები და გვარები. სხვა შემთხვევაში ისინი ძალადობას გააგრძელებენ”, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ამასთან, მწერლების აზრით, საჭიროა გამოძიება იმ ჩანაწერით დაინტერესდეს, სადაც ზვიად რატიანის არაადამიანური მოპყრობა უნდა იყოს ასახული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა