ანონსი 25 დეკემბერი

25 დეკემბერს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკალური ორკესტრის - „პარაორკესტრის“ კონცერტი გაიმართება.

25 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ანსამბლ "ერქვანის" მეოთხე აუდიო-ვიდეო ალბომის წარდგინება, რომელიც ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II -ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს.

მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.დასწრება თავისუფალია.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარქსიანისა და რიტა სარქსიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

25 დეკემბერი

• 15:45 ჩამოსვლის ცერემონია; აეროპორტი

მედია უნდა იყოს 15:15

• 17:00 დახვედრის ოფიციალური ცერემონია; პრეზიდენტის სასახლე

მედია უნდა იყოს 16:30

• 18:30 პრეზიდენტების განცხადებები მედიისათვის; პრეზიდენტის სასახლე

მედია დარჩება დახვედრის ცერემონიიდან; თუ დახვედრის ცერემონიაზე არ უშვებთ წარმომადგენელს, პრესკონფერენციაზე დასასწრებად უნდა მივიდნენ 17:50

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს