სემეკი ხვალ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 25 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ჰიდროელექტორსადგურების - ჟინვალჰესის, რიონჰესის, ლაჯანურჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის და შაორჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს.

ხვალინდელ სხდომაზე ასევე დადგინდება ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის” ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები.

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს