თბილისის მერი კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავს

თბილისის მერი კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავს.

„მე მინდა მივულოცო შობის დღესასწაული. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ჯერ ერთი, იტალიაში ვცხოვრობდი წლების განმავლობაში და მინდა ჩემს მეგობრებს და ზოგადად, კათოლიკეებს მივულოცო დამდეგი შობა. პირველ რიგში, მინდა ვუსურვო სიმშვიდე და ყოველივე საუკეთესო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

25 დეკემბერს კათოლიკეები, პროტესტანტები, ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, ელადის ეკლესიები, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, მაცხოვრის შობას დღესასწაულობენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს