საფრანგეთში საშობაოდ წესრიგს 97 ათასი სამართალდამცველი დაიცავს

საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საშობაო დღესასწაულებზე ქვეყნის მასშტაბით, წესრიგს 97 ათასი პოლიციელი, ჟანდარმი და სამხედრო დაიცავს. ამის შესახებ Associated Press ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით იუწყება.

უსაფრთხოების დამატებითი ძალები მობილიზებულია საშობაო ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების დამატებითი ძალების განთავსება იგეგმება მართლმადიდებლური შობის დრესასწაულზე იანვრის დასაწყისში.

ცნობილია, რომ შემოდგომით, საფრანგეთში ძალაში შევიდა ახალი ანტიტერორისტული კანონი, რამაც ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ჩაანაცვლა, რომელიც ხელისუფლებამ პარიზში 2015 წლიდან შემოიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს