გიორგი გახარია - ჩვენ იძულებული ვიყავით მიგვემართა საპოლიციო კონტოლისთვის, რადგან გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სტატისტიკის გაფუჭება

ჩვენ იძულებული ვიყავით მიგვემართა საპოლიციო კონტოლისთვის, თუმცა, ეს არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

„სპეციალური საპოლიციო ღონისძიება პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ეს არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ მსგავსი ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება, მით უკეთესია, თუმცა, ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძიების ჩატარება, რამეთუ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებდა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სტატისტიკის გაფუჭება - სამართალდარღვევის შემთხვევების ზრდა. ამიტომ ჩვენ იძლებული ვიყავით მიგვემართა ამ ინსტრუმენტისთვის. ასევე, ისიც კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებასა და სამართალდამცველს შორის ნდობის აღდგენას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საპოლიციო კონტროლის შედეგები საკმაოდ მასშტაბურია, განსაკუთრებით ნარკოტიკების ნაწილის მიმართულებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა