გიორგი გახარია ნარკოპოლიტიკაზე - კანონი გარკვეულ ნაწილში არის რეპრესიული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სრული დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს

დღეს არსებული კანონი გარკვეულ ნაწილში არის რეპრესიული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სრული დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის კვირის“ ეთერში, ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ახალ სტატუს-კვოს ქმნიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით კანონის შეცვლის ინიციატორებს იმაში, რაც შეეხება ნარკომომხმარებლის შემოწმების ან ნარკოდანაშაულის სასჯელის უფრო ჰუმანურად გახდომის ნაწილს. აქ პროგრესი გვჭირდება. ჩვენ ვაპირებთ გამოვიკვლიოთ საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით. შს სამინისტროს ძირითადი ამოცანა ამ მიმართულებით გახლავთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიცაა ნარკოტრაფიკი და ნარკოტიკების გავრცელება, ეს ის დანაშაულებია, რომელთანაც უნდა იყოს აბსოლუტურად მკაცრი ბრძოლა. მაგრამ ჩვენ გვაქვს რამდენიმე შეკითხვა, მაგალითად სად გადის ზღვარი მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის; არის თუ არა ეკონომიკურად ჩვენი საზოგადოება მზად, რომ ეს ცვლილება მიიღოს“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ყველანარი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შემდეგ უნდა აღასრულოს შს სამინისტრომ, საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევს.